ტურიზმი

თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტის, სოფ. ალექსეევკაში ფუნქციონირებს ბ-ნ ალექსანდრე კვერნაძის მიერ დაფუძნებული შპს “ალექსანდრე დისტილერი” - საოჯახო მარანი, სადაც ხდება უნიკალური ღვინოების წარმოება, ინოვაციური ტექნოლოგიით ჭაჭის არყის და მარცვლეულის დისტილატების წარმოება და დავარგება მუხის კასრებში (პირველი ქართული ვისკი).



ქვევრში დისტილატის წარმოება უნიკალურია და მსოფლიოში ანალოგი არ აქვს. ეს მეთოდი დაპატენტებულია საქართველოში, როგორც გამოგონება, რომლის ავტორი და პატენტმფლობელი გახლავთ ალექსანდრე კვერნაძე (საქართველოს პატენტი #AP 2014 13559).

შპს “ალექსანდრე დისტილერი” შეტანილია აშშ საკვები პროდუქტების უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის (Food and Drug Administration) მონაცემთა ბაზაში. წარმოების ტექნოლოგიამ და პროდუქტმა ( ვისკი “ Alexander”) გაიარა წარმატებული აპრობაცია და დაშვებულ იქნა აშშ-ს ბაზარზე.

ჩვენი საოჯახო მარნით დაინტერესებას გამოხატავენ უშუალოდ ღვინის/აგროტურიზმით დაინტერესებული მაღალგადახდისუნარიანი ვიზიტორები. ჩვეულებრივ ასეთი ჯგუფია ერთი ოჯახი ან საერთო ინტერესით გაერთიანებული ადამიანები, რომელთა რაოდენობა თითოეულ ჯგუფში იშვიათად არის 8-10 ადამიანზე მეტი.

ღვინის/აგროტურიზმის მომსახურების შეთავაზება ხდება სამი განსხვავებული პაკეტით:

1. ვიზიტი მარანში და სახდელში, ტექნოლოგიის პრეზენტაცია და წარმოებული პროდუქციის დეგუსტაცია - ვისკის, ჭაჭის და სამი დასახელების ღვინის. ეს დეგუსტაცია მოიცავს ასევე მსუბუქ სნექს (ცივი საუზმე), რაც ისეთი პროდუქტებისაგან შედგება, რომელიც კარგად ეხამება ამა თუ იმ ღვინოს - ყველი, თხილი, ნიგოზი, ჩურჩხელა, შებოლილი სულგუნი, ძეხვეული და ა.შ.

2. აღწერილი დეგუსტაცია პლუს საოჯახო სადილი. აქაც ჩვენი დევიზია სტუმარს შევთავაზოთ ქართული ტრადიციული კერძები და დავანახოთ ქართული ოჯახის სტუმარმასპინძლობა. ამ კერძების ჩამონათვალი დიდია, მაგრამ მათ შორის არის ის ძირითადი კერძები, რომლებიც განსაკუთრებული მოწონებით სარგებლობენ და მრავალჯერ წარმატებით არის აპრობირებული: ხაჭაპური, კუბდარი, ნიგვზიანი ბადრიჯანი, ამოლესილი ქოთნის ლობიო….. და რა თქმა უნდა მწვადი. რომელიც თავად სტუმრების თანდასწრებით და მათი უშუალო მონაწილეობით იწვება მაყალზე წალმის ნაკვერჩხალზე.

უნდა აღინიშნოს,რომ ჩვენი მენიუ გამდიდრებულია უძველესი ქართული კერძებით, რომლებიც მზადდება მხოლოდ უძველესი ქართული ინგრედიენტებით (არ გამოიყენება შემოტანილი კულტურები - სიმინდი, კარტოფილი, პომიდორი და ა.შ.). ამ კერძების რეცეპტები აღებულია ლიტერატურიდან “ქართული ტრადიციული რეცეპტები”, “ძველი ქართული კერძები”.

ამინდის მიხედვით სადილი იშლება გარეთ ვარდების ბაღში ჩაფლულ ფანჩატურში ან სახლში - სასადილო დარბაზში, ბუხართან.

3. აღწერილი დეგუსტაცია, პლუს საოჯახო სადილი, პლუს ღამისთევა, პლუს ნოყიერი საუზმე დილით.
ეს პაკეტი მოიცავს ღამისთევას საოჯახო ტიპის სასტუმროში, კეთიმოწყობილ სახლში. აღნიშნულ სახლში არის 4 სასტუმრო ოთახი მეორე სართულზე, აღჭურვილი სასტუმროსთვის საჭირო ინვენტერით, კომფორტული სველი წერტილით პირველ სართულზე.

ჩვენი ტურისტული ობიექტის ტურისტული პაკეტების შემადგენლობაში არსებული საკვები პროდუქტების მნიშვნელოვანი ნაწილი მოდის ადგილობრივ, ეკოლოგიურად სუფთა ნედლეულზე - რძის პროდუქტები (რძე, ყველი, მაწონი, სულგუნი, მათ შორის შებოლილი), თაფლი, კარტოფილი, ლობიო, კიტრი, მწვანილი, ხილი - მომარაგება ხდება საოჯახო მეურნეობიდან.

გარდა ზემოჩამოთვლილისა ვიზიტორებს სურვილისამებრ შესაძლებლობა ექნებათ გაიარონ მასტერკლასი სულგუნის, მაწონის, კუბდარის და სხვა ეგზოტიკური კერძების მომზადებაში.

პრეზენტაცია და ურთიერთობა შესაძლებელია სამ ენაზე - ქართული, რუსული, ინგლისური.