ვისკი “ALEXANDER”

მთავარ მიზანს მაღალალკოჰოლური დისტილატების წარმოებაში წარმოადგენს მაღალი ხარისხის, მაღალი გაწმნდის და კარგი გემოვნური თვისებების დისტილატის მიღება, რაშც გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ორ ძირითად ფაქტორს: 1. გამოსახდელი ქვაბის (დანადგარის) მასალასა და კონსტრუქციას. 2. დისტილაციის პროცესში არომატული ნივთიერებების ე.წ. ქონჟენერების “მოძებნას” და სწორი ბალანსის შენარჩუნებას. სწორედ ეს არომატული ნივთიერებები მნიშვნელოვნად განსაზღვრავენ მომავალი სასმელის არომატსა და გემოს.

ვისკის დისტილატის მისაღები დანადგარი აუცილებლად უნდა უზრუნველყოფდეს დისტილაციის პროცესში დისტილატიდან ყველა მავნებელი მინარევებისგან განთავისუფლებას, რახის ზეთებისა და მძიმე მოლეკულების მაქსიმალურად მოშორებას და ამავე დროს არომატული ზეთების ზომიერი რაოდენობით შენარჩუნებას. წინააღმდეგ შემთხვევაში სპირტი აუცილებლად საჭიროებს შემდგომ გაფილტვრას, რის შედეგადაც მას შორდება არა მარტო მავნე, არამედ “კარგი “ არომატული ნივთიერებებიც, რაც აღარიბებს დისტილატის ორგანოლეპტიკას

მხოლოდ ამ ორი ძირითადი პირობის დაცვის შემთხვევაში მიიღება მაღალი ხარისხის დისტილატი, რომელიც შემდგომ გამოიყენება დასავარგებლად.

რითი გამოირჩევა ვისკი “ალექსანდრე”



დისტილირებული ალკოჰოლური სასმელების წარმოებაში მნიშვნელოვანია მოიძებნოს დისტილატში არომატული ნივთიერებების ე.წ. ქონჟენერების (congener) სწორი ბალანსი, რომლებიც განსაზღვრავენ მომავალი სასმელის არომატს და ბუკეტს. ამ რიგში საპირისპირო პოლუსებზეა სუფთა სპირტი-რექტიფიკატი ერთის მხრივ და კუსტარული დისტილატი მეორეს მხრივ. რექტიფიცირებული სპირტი თეორიულად აბსოლუტურად გაწმენდილია ყოველგვარი მინარევებისაგან (ცუდიც და კარგიც) და არანაირი ორგანოლეპტიკური მახასიათებელი არ აქვს (მხოლოდ თრობის ეფექტი და მძიმე აბსტინენცია).

ამ ორ საპირისპირო პოლუსს შორის არის მაღალხარისხიანი არომატული პროდუქტი - დისტილატი.

ჩვენ მარცვლეულის დისტილატი სამნახადია, ხასიათდება მაღალი ორგანოლეპტიკური მახასიათებლებით და პრაქტიკულად არ საჭიროებს შემდგომ დამუშავებას - გაფილტვრას. ეს მიიღწევა დისტილაციის პროცესში, როდესაც მაღალი ტემპერატურისა და მომატებული წნევის პირობებში სპირტის ორთქლის ურთიერთობა ქვევრის თიხის ზედაპირთან ჰეტეროგენული კატალიზის მექანიზმით იწვევს სპირტის ორთქლში შემავალი რახის ზეთბის და ცხიმოვანი მჟავების შებოჭვას, ხოლო მოწყობილობის კონსტრუქცია - ქვევრის ფორმა და თიხის დეფლეგმატორი უზრუნველყოფს ამ არასასურველი ნივთიერებების სეპარაციას და მიიღება აბსოლუტურად განსხვავებული ორგანოლეპტიკის პროდუქტი. რომელიც ჯერ კიდევ არ არის ვისკი, არამედ - ვისკის „მასალა“ ანუ ე.წ. „თეთრი ვისკი“.

ჩვენი პროდუქტი უკვე ამ ეტაპზე ხასიათდება დაბალანსებული და რბილი ორგანოლეპტიკით, რომელშიც იგრძნობა ახლადგამომცხვარი პურის არომატი, თაფლისა და მოტკბო ხილის ტონებით. ეს დისტილატი, რომლის ალკოჰოლის შემცველობა 65-75% აღწევს, თავსდება ამერიკული თეთრი მუხის კასრებში (100 ლ) და ძველდება. მუხაში დაძველების პროცესში ხდება მისი დამატებით გაჯერება სხვადასხვა არომატებით სადაც ჩვნს შემთხვევაში ჭარბობს ვანილისა და შოკოლადის ტონები.

კიდე ერთი რაც გამოარჩევს ჩვენს პროდუქტს არის ის, რომ იგი წარმოებულია საოჯახო დისტილერიში-მარანში, ანუ არის ე.წ. კრაფტული პროდუქტი. ჩვენ გვინდა დავრჩეთ ასეთად და არ წავიდეთ ხარისხის ხარჯზე რაოდენობის გაზრდის კომპრომისზე. შესაბამისად ჩვენ ვაწარმოებთ შეზღუდული რაოდენობის ორიგინალურ, ექსკლუზიურ პროდუქტს.

ბლენდირებული ერთალაოიანი მარცვლეულის ვისკი.
გამოხდილი მსხვილად დაფქვილი ქერის და სიმინდისგან - 50 / 50.
სამჯერადი გამოხდის.
ფერმენტაცია ქვევრში - 80 სთ.
დისტილაცია ქვევრში - ალკოჰოლის შემცველობა 75%.
კასრში დაძველების ალკოჰოლი სიმაგრე - 65%.
ბოთლის მოცულობა - 1ლ. ხელნაკეთი თეთრი ბლის ხის თავსახურით
კრაფტ ვისკი “ალექსანდრე” იწარმოება მცირე პარტიებით.
დაფქვა, დისტილაცია, დავარგება,ბუტლირება საოჯახო მარნის კრაფტ - დისტილერიში - “ალექსანდრე დისტილერი”.