ჭაჭის არაყი “ალექსანდრე”


ჭაჭის არაყი “ალექსანდრე” გამოხდილია ყურძნის “ასურეთული შავი” სრული ჭაჭისგან, უნიკალური, დაპატენტებული ტექნოლოგიით - ქვევრში. ორჯერადი გამოხდის დისტილატის ალკოჰოლური სიმაგრეა 75%, დარბილებულია ნატურალური წყაროს წყლით მინერალიზაციით არაუმეტეს 0,5 გრ/ლიტრზე.

ჭაჭის არაყი გამოირჩევა სირბილით და არომატში დამახასიათებელი ხილის ტონებით. გამოხდის უნიკალური ტექნოლოგიის წყალობით, რომელიც არ სჭიროებს გაფილტვრას, შენარჩუნებულია სრული არომატი, რაც დაუვიწყარ გემოს ანიჭებს მას.

საბოლოო პროდუქტის ალკოჰოლური სიმაგრე 45%.