შემაგრებული, არომატიზირებული ღვინო “შარბათ - ტიფლისი”

ჩვენი საოჯახო მარნის საავტორო ღვინო “შარბათი - ტიფლისი” ეფუძნება “ლეგენდას”, რაც გამოხატულია ამ პროდუქტის ბრენდ - დასახელებაში. კერძოდ: ა) დასახელება “შარბათი” აღებულია უძველესი, XI საუკუნის სამკურნალო წიგნიდან “უსწორო კარაბადინი”, სადაც მოცემულია შარბათების დამზადების რეცეპტები.

ჩვენს მიერ გაშიფრულ იქნა ერთ-ერთი რეცეპტი და იგი დაედო საფუძვლად ჩვენს პროდუქტს. ბ) მეორე დასახელება “ტიფლისი” შერჩეულ იქნა იმ ფაქტზე დაყრდნობით, რომ მე-18 - მე-19 საუკუნის ძველ თბილისში ყველა არისტოკრატულ ოჯახს ჰქონდა ღვინის ლიქიორის დამზადების საკუთარი რეცეპტი. ეს ღვინოები იყო სადესერტო ღვინოები და მიირთმევდნენ როგორც აპერატივს ან დიჯესტივს. ჩვენ აღვადგინეთ ეს მივიწყებული რეცეპტი და ამიტომაც მივანიჭეთ ჩვენს პროდუქტს მეორე ბრენდ - დასახელება “ტიფლისი”.

სასმელის მისაღებად გამოიყენება ჩვენივე წარმოების წითელი, მშრალი ღვინო “საფერავი”. არომატიზაციისთვის ემატება 8 დასახელების სანელებელი და არომატული მცენარე, შემაგრებულია ჩენივე წარმოების მარცვლეულის სამნახადი დისტილატით (75%ABV) და შემდგომ 3 -4 თვის მანძილზე ვარგდება ამერიკული მუხის კასრებში.

აქვს მუქი ბროწეულის ფერი. დაბალანსებულ რეცეპტში შეიგრძნობა მუსკატური ღვინოებისთვის დამახასიათებელი არომატი, ბიტერის მსუბუქი ნოტებით საფერავის ჯიშური არომატის ფონზე. დიდხანს ტოვებს სასიამოვნო და გამორჩეულ გემოს. აქვს გამოკვეთილი რბილი, მომადუნებელი ეფექტი.

ალკოჰოლური სიმაგრე 18%.

ამ ღვინის მარკეტინგში ასევე გამოყენებულია ნოვატორული მიდგომა - თითოეული ბოთლი გაფორმებულია ხელნაკეთი ეტიკეტით საერთო კონცეფციით “ძველი თბილისი - ტიფლისი”, სადაც გამოყენებულია ცნობილი მხატვრების - ელ. ახვლედიანი, ვეფხვაძე, თოიძე, შმერლინგი, ბოიაღჩევი,გაგარინი და ა.შ. ძველ თბილისთან დაკავშირებული ფერწერული ტილოების პრინტები. თითოეული ბოთლი დამონრილია გამჭოლი ნუმერაციით. ეტიკეტი თითოეულ ბოთლს აქვს ინდივიდუალური და არ მეორდება.

პროდუქტის უნიკალურობის შენარჩუნების მიზნით ამ შეფუთვით ღვინო “შარბათი - ტიფლისი” იწარმოება ლიმიტირებული რაოდენობით 150 ბოთლი (0,75ლ) წელიწადში.